ანონსები
26 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გორში მდებარე შიდა ქართლის რეგიონულ ოფისში შემდეგ ღონისძიებებს გამართავს:
1. საჯარო ლექცია: „პროფესია ფსიქოლოგი“
ლექციის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგებზე, მათ შორის: სოციალური, განვითარების, პიროვნების, კლინიკური, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის შესახებ.
დრო: 12:00-13:30 სთ
საჯარო ლექციას ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი- ქ-ნ ნანა ბურდული გაუძღვება.
2. საჯარო ლექცია: „რომელ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ“
ლექციის მსვლელობისას საქართველოს რესპუბლიკის ნუმერაციის საკითხი განიხილება.
საჯარო ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი- გია ჯაფარიძე წაიყვანს.
დრო: 13:30-14:30 სთ
თარიღი: 26.03.2018
ადგილი: ქ.გორი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, სტალინის ქუჩა 25